ტურიზმი
04.11.2019 16:11
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ახალი ობიექტი შეემატა

უფლისციხის ნაკრძალის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ახალი ობიექტი შეემატა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ მარანს რესტავრაცია ჩაუტარდა. სრულად განახლდა მარნის არქიტექტურული შენობა და რენოვაციის მეთოდით, ფუნქციურად ამოქმედდა ინტერიერში განთავსებული ქვევრები. სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვაზის 3 სახეობისგან კი, სავენახე მეურნეობა გაშენდა.

უფლისციხის მარანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გახსნა. პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების  - „ქართული გემო“-ს და „ქართული სამოსი“-ს გამოფენა-გაყიდვა, „ხელოვნების სასახლეში“ დაცული ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენა და  ქართული ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასი.

კვირის ამბები