საზოგადოება
04.03.2021 11:10
სამი დღის განმავლობაში გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

4, 5 და 6 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

დღეს, 4 მარტს, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია მზიანი ამინდი, 16 საათიდან კი - ნაწილობრივ ღრუბლიანობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს.

5 და 6 მარტს კი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში მოიმატებს და 5 მარტს +9, 6 მარტს კი +13 გრადუსამდე გათბება, ასევე, შენარჩუნდება მზიანი ამინდი. ღამის საათებში კი, ხვალ და ზეგ დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, -1, -3 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება.

კვირის ამბები