სამართალი
04.03.2021 14:20
გორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესორივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. GMnews-ის ინორმაციით, არასრულწლოვანს, რომელთან სქესობრივი კავშირის გამოც მამაკაცი დააკავეს, შვილი შეეძინა და იგი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

GMnews-ის ინორმაციით, ბრალდებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.

კვირის ამბები