საზოგადოება
04.11.2019 15:41
სახალხო დღესასწაული „კასპობა 2019“ გაიმართა

სახალხო დღესასწაული „კასპობა 2019“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ფერწერული ტილოები  და  სხვადასხვა სახის ეთნოგრაფიული  მასალა. ქალაქის ცენტრში, საკუთარი სოფლების კუთხები მოაწყეს კასპის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა.  გასართობი სივრცე მოეწყო ბავშვებისთვისაც. ასევე, გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები და კონცერტი  ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

„კასპობა 2019“-ის ფარგლებში გამართული ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.

ცნობისთვის, აღნიშნული სახალხო დღესასწაულის ჩატარება  წელს, პირველად, 19 ოქტომბერს დაანონსდა. მოგვიანებით კი, ღონისძიების გამართვა ჯერ 26 ოქტომბრისთვის, ხოლო შემდეგ შესყიდვების სააგენტოში წარმოებული პროცესების გამო 3 ნოემბრამდე შეფერხდა.
კვირის ამბები