ბოლო 24 საათში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, (10 678 კვლევა - 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 PCR ტესტით), ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 271 872-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 081-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევაც დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 8, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც მძიმე პაციენტია 249, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 87 პაციენტი.