დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. პრეზიდენტის ინიციატივა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
ახალ დღესასწაულს საბჭოური დღესასწაული - ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა, წლების განმავლობაში, ორივე დღეს აღნიშნავდნენ, 2002 წელს კი, 8 მარტმა ისევ ოფიციალურად მიიღო დღესასწაულის სტატუსი. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2002 წლის მარტში, 8 მარტი - ქალთა დღე კვლავ აღადგინეს.
3 და 8 მარტი არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში