„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს, რომელიც გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე პირმა ქვები ესროლა. მომხდარის შედეგად დაზიანდა შენობის მინები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს (სხვისი ქონების ან ნივთის დაზიანება).
GMnews-ის ინფორმაციით, შემთხვევიდან უმოკლეს დროში პოლიციამ სამი პირი დააკავა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი