საზოგადოება
02.03.2021 15:23
გორში კოვიდინფიცირებული 97 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა

1924 წლის 2 თებერვალს დაბადებულ შალვა გოჩიტაშვილს კოვიდ-19 15 თებერვალს დაუდასტურდა. 97 წლის მამაკაცმა კორონავირუსული ინფექცია 12 დღეში დაამარცხა. შალვა გოჩიტაშვილს 15-დან 26 თებერვლადე მკურნალობა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უტარდებოდა.

ექიმების განცხადებით, სტაციონარული მკურნალობის პერიოდში, პაციენტი თავს მხნედ გრძნობდა და სამედიცინო პერსონალის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდა. 26 თებერვალს შალვა გოჩიტაშვილმა სტაციონარი გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე შალვა გოჩიტაშვილი თავს კარგად გრძნობს და საუკუნესმიღწეული, 9 მაისის აღსანიშნავად უკვე კოვიდზე გამარჯვებული ემზადება.

კვირის ამბები