საზოგადოება
02.03.2021 14:38
კორონავირუსზე უკვე შემოწმდა ექვსი საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელი, ინფექცია არავის დადასტურებია - ლია კოვზიაშვილი

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ტესტირება ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა, კორონავირუსზე უკვე შემოწმდა ექვსი საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელი.

კოვზიაშვილის ინფორმაციით, გამოკვლეულთაგან კოვიდინფექცია არავის დადასტურებია.

„როგორც მოგეხსენებათ, გორის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღმა (გარდა იმ ბაღებისა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს) განაახლა სასწავლო პროცესი. ბავშვებისა და თანამშრომელბის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. თანამშრომელთა 20 %-ს ჩაუტარდება PCR ტესტი, 80 % კი - ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით შემოწმდება. ამ დროისთვის, გვაქვს ექვსი დაწესებულების პერსონალის ტესტირების შედეგები და საბედნიეროდ, ვირუსი არავის დადასტურებია“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორმა, ლია კოვზიაშვილმა.

კვირის ამბები