საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდში მალე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება, სადაც სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობების განხორციელება იქნება შესაძლებელი. დაწესებულებაში მოეწყობა კინოფილმების ჩვენება, გაიმართება დისკუსიები და ასე შემდეგ. სივრცე აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკითა და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი.
GMnews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდული სივრცე ქორდში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ახალგაზრდული სააგენტოს მიერ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოეწყობა. ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, მხარეებს შორის შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, შეხვედრის ბოლოს მხარეები ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებასა და სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში