საზოგადოება
02.03.2021 11:26
დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ინფიცირების მაჩვენებლით, უკვე მესამე კვირაა, შიდა ქართლი პირველ სამეულშია

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღ-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 22 900 კვლევის შედეგად (16 895 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 005 PCR ტესტით), კოვიდ 19-ით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც კოვიდინფიცირების 35 შემთხვევა შიდა ქართლში გამოვლინდა. აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის და იმერეთის რეგიონის შემდეგ, შიდა ქართლი მესამე ადგილზეა.

დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ინფიცირების მაჩვენებლით, უკვე მესამე კვირაა, შიდა ქართლი პირველ სამეულშია.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 267 701-მდე გაიზარდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში ვირუსს 3 406 ადამიანი ემსხვერპლა.

კვირის ამბები