მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, 2 მარტიდან, N 3ა ავტობუსის მარშრუტი იცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, N 3ა ავტობუსი სოფელ ტინისხიდს გაივლის ბოლომდე (ამ მონაკვეთს ძველი N 17 მიკროავტობუსი გადიოდა).
N 3ა ავტობუსის მიმართულება - სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზ.; თავდაცვის აკადემია
უკუმიმართულება - თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.; 26 მაისის სანაპირო; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი, სოფ. ტინისხიდი
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში