საზოგადოება
02.03.2021 10:54
გორში საქართველოს საპატრიარქოს ატენისა და გორის ეპარქიასთან არსებული იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი გაიხსნა

გორში, საქართველოს საპატრიარქოს ატენისა და გორის ეპარქიასთან არსებული იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი გაიხსნა, სადაც განთავსებული იქნება როგორც უპოვართა სასადილო, ასევე, მოხუცთა თავშესაფარი და დღის ცენტრი.

GMnews-ის ინფორმაციით,  დაწესებულების გახსნის ღონისძიებაზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ის პირებიც დააჯილდოვა, ვინც, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა.  
„მინდა, გაწეული საქმისთვის და საპატიო ჯილდოსთვის დიდი მადლობა გადავუხადო მეუფეს. ეს ყველაფერი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. წარმატებებს ვუსურვებ საქველმოქმედო ფონდს და მის ყველა მხარდამჭერს. იმედი მაქვს, პროექტი წარმატებული იქნება და იმბენეფიციარებს, ვისაც ცენტრის მომსახურება სჭირდებათ ნამდვილად გაუუმჯობესდებათ მდგომარეობა“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მიესალმება და ხელს შეუწყობს მსგავსი პროექტების განხორციელებას. 


კვირის ამბები