საინტერესო ამბები
01.03.2021 23:54
5 კილომეტრზე გადაჭიმული მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო, სადაც სტუმრები არასდროს მიუღიათ

გერმანიაში, კუნძულ რიუგენზე (გერმანიის უდიდესი კუნძული, მდებარეობს ბალტიის ზღვაში, პომერანიის სანაპიროსთან ახლოს) მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო, რომელსაც სტუმრები არასოდეს მიუღია.

შენობაში, რომელიც 5 კილომეტრზეა გადაჭიმული, 10 000 ნომერია ზღვის ხედით.

საზღვაო კურორტი, სახელად პრორა, ჰიტლერის ბრძანებით ნაცისტების აშენებულია 1936-1939 წლებში.

ამ პერიოდში ჰიტლერმა ომისთვის მზადება დაიწყო და მისი პრიორიტეტები შეიცვალა, ამიტომაც პროექტი ბოლომდე ვეღარ დასრულდა.

სასტუმროს შენობა ზღვიდან 150 მეტრშია განთავსებული. რამდენიმე წლის განმავლობაში, რაიხის ყველა უდიდესი სამშენებლო კომპანია და დაახლოებით 9 ათასი ადამიანი აშენებდა ამ სასტუმროს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად კი მშენებლობა შეჩერდა და აქ დასაქმებულები იარაღის ქარხნებში სამუშაოდ გადაიყვანეს.

დაბომბვის დროს, ბევრმა ჰამბურგელმა იპოვა თავშესაფარი ამ კორპუსებში. 20 000 დამსვენებლისთვის განკუთვნილი ეს უზარმაზარი კომპლექსი ჰიტლერის ნაცისტური პროგრამის ნაწილი იყო - გერმანელი მუშების დასვენება და ნაციზმის პროპაგანდა.

კვირის ამბები