სამართალი
04.11.2019 14:10
ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება. უფრო კონკრეტულად კი, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანი იქნება - რაც უფრო ნაკლები ალკოჰოლი აღმოჩნდება მძღოლის სისხლში, მით ნაკლები საჯარიმო სანქცია დაეკისრება.

საერთო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობაც. კერძოდ, თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა, სანქციის სახით, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს.

კვირის ამბები