გამოვლენილი ახალი შემთხვევების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის ორი საჯარო სკოლა - გორის მე-10 და მე-2 საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, - ამის თაობაზე გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
,,ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება სავალდებულო ტესტირება. ტესტირებისას, გორის მე-10 საჯარო სკოლის ხელმძღვანელს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, დირექტორს, ბუნებრივია, კონტაქტი ჰქონდა პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული სკოლა დღეიდან გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ასევე, მეორე საჯარო სკოლაში გამოვლინდა სამი პედაგოგის ინფიცირების ფაქტი და აღნიშნული სასწავლო დაწესებულებაც ხვალიდან დისტანციურად განაგრძობს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში