სავაჭრო ობიექტების თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებით აქამდე არსებულმა რეგულაციამ გადაიწია 1-ელ აპრილამდე, - ამის შესახებ GMnews-თან გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, იმ სავაჭრო ობიექტისთვის - მაღაზიები, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სადაც დასაქმებულია 30 და მეტი თანამშრომელი, ორკვირიანი პერიოდულობით თანამშრომელთა ტესტირება სავალდებულო მას შემდეგ გახდა, რაც შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ამ ობიექტების ფუნქციონირება აღდგა. აქამდე არსებული შესაბამისი დადგენილებით, სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულთა ტესტირებას 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფდა სახელმწიფო, პირველი მარტიდან კი, ტესტირების საფასურის გადახდა ობიექტებზე დასაქმებულებს უნდა მოეხდინათ, თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით, 1-ელ მარტამდე არსებული რეგულაცია და ტესტირების წესი 1-ელ აპრილამდე იმოქმედებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში