საზოგადოება
01.03.2021 13:15
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ტესტირება დაიწყო. როგორც GMnews-ს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, უკვე დასრულდა სამი საბავშვო ბაღის პერსონალის კვლევა, დღის ბოლომდე კი, კორონავირუსზე კიდევ ოთხი დაწესებულების თანამშრომლები გაიტესტებიან.

„დავიწყეთ საბავშვო ბაღების თანამშრომლების ტესტირება. 20 %-ს ჩაუტარდება PCR ტესტი, 80 % კი - ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით შემოწმდება. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია სამი დაწესებულების პერსონალის ტესტირება, დღის  ბოლომდე კი, კიდევ ოთხი საბავშვო ბაღის თანამშრომლები შემოწმდებიან კორონავირუსზე“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარი გიუნაშვილმა.

კვირის ამბები