ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 17 947 კვლევის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 918-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 523-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849, საიდანაც მძიმე პაციენტია 265, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 89 პაციენტი.