საზოგადოება
04.11.2019 13:43
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამაში ცვლილებები შევიდა - ფერმერები, რომელთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად 50 სულს აღემატება, სახელმწიფოსგან დამატებით ხელშეწყობას მიიღებენ. დაინტერესების შემთხვევაში, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს რძის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად  სახელმწიფოსგან 95%-იანი თანადაფინანსების  (არაუმეტეს 150 000 ლარისა) მიღება შეუძლიათ.  

ცნობისთვის, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედი კოოპერატივის სტატუსის მქონე სხვა სუბიექტები, ამავე პროგრამის ფარგლებში 90%-იანი თანადაფინანსებით სარგებლობენ. თუმცა, მეპაიების საკუთრებაში არსებული ფურების/ცხვრების/თხების რაოდენობა ჯამურად არანაკლებ 150/1000/200 სულს უნდა შეადგენდეს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან დღემდე, შეთავაზებით, საქართველოს მასშტაბით უკვე ისარგებლა 24-მა კოოპერატივმა. სახელმწიფოს მხრიდან გაწეულმა თანადაფინანსებამ კი 2 031604 ლარი შეადგინა. 

კვირის ამბები