ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტის შედეგად (23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით), ცოვიდ 19-ით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანობაში, საქართველოში ერთი წლის განმავლობაში კორონოვირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 270 510-ს შეადგენს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 პირი, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 264 589-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო დღე-ღამეში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 499 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც მძიმე პაციენტია 254 პირი, მათგან მართვით სუნთქვაზე იმყოფება 98 პაციენტი.