საზოგადოება
26.02.2021 12:05
გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, შესაბამისად, მომდევნო ორი დღის განმავლობაში - შაბათ-კვირას - საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორშიც იმუშავებს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, გორის მუნიციპალური ტრანსპორტი მზად არის, მგზავრებს მთელი კვირის განმავლობაში შეუფერხებლად მოემსახუროს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს ქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ავტობუსები 07:00-დან 20:00 საათამდე ემსახურება.

კვირის ამბები