შიდა ქართლში მოქმედ „გორმედის“ კოვიდკლინიკებში, დღეის მონაცემებით, 51 პაციენტი მკურნალობს, მათგან გორის კლინიკაში მოთავსებული 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ასევე, ხაშურში - 4, ქარელში კი - 1 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
„ამ დროისთვის, „გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში 51 პაციენტი რჩება, მათგან 20 მოთავსებულია „გორმედის“ ქსელის გორის კოვიდკლინიკაში, 15 - ხაშურში, 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი კი - ქარელში“, - ნათქვამია „გორმედის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტებიდან ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ხაშურში 4 და ქარელის კლინიკაში 1 პირი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, საქართველოში კოვიდინფექციის გამოვლენიდან ერთი წელი შესრულდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში