საზოგადოება
26.02.2021 11:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 137-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 047-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 485 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 21, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 579, საიდანაც მძიმე პაციენტია 277 პირი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 110 პაციენტი.

კვირის ამბები