უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებას 1-ლი მარტიდან განაახლებს. როგორც დაწესებულების ადმინისტრაციაში აცხადებენ, დადგენილი რეგულაციებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულების გათვალისწინებით, კულტურული დაწესებულება მზადაა დამთვალიერებლებს უსაფრთხო გარემოში უმასპინძლოს.
„უფლისციხის მუზეუმ-ნაკრაძალი 1-ლი მარტიდან უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს.
ვიზიტორები, ყოველდღე 10:00-დან 17:00-საათამდე შეძლებენ, საქართველოში დაწესებული ანტი-პანდემიური რეგულაციების დაცვით, მოინახულონ მუზეუმ-ნაკრძალი“, - ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ორი დღის წინ მიიღო. აღნიშნული დადგენილების თანახმად, 1-ლი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში