საზოგადოება
25.02.2021 12:35
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ორ დღეში აღდგება

საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებას 2 დღეში განაახლებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა მოქალაქეებს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისკენ მოუწოდა.

„დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნა. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში განაახლებს მუშაობას. საქართველოს რკინიგზას გარკვეული 1-2 დღიანი მომზადება დასჭირდა და განაახლებს მარშრუტებს, ასევე, განრიგსაც გამოაცხადებს. მთავარია დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა განახლდა.

კვირის ამბები