საზოგადოება
25.02.2021 11:33
მარტის ბოლოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად მარტის ბოლოს ჩამოყალიბდება.

როგორც ცნობილია, დამოუკიდებელი სამინისტროს შექმნა ხარჯებს ზრდას არ ითვალისწინებს. კულტურისა და სპორტის სამინისტროზე თანხა იმ ასიგნებების ფარგლებში გამოიყოფა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს.

მესამე მოსმენა სავარაუდოდ ორ კვირაში გაიმართება და მარტის ბოლოს უკვე  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. ამ ვადებში განისაზღვრება მინისტრის ვინაობაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაასახელებს.

 

კვირის ამბები