საზოგადოება
25.02.2021 11:20
ვიცეპრემიერის ორ პოსტზე დავით ზალკალიანი და ვანო მაჭავარიანი დაინიშნა

მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცეპრემიერის ორ პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
გიორგი გახარიას პრემიერობისას, ერთ-ერთი ვიცეპრემიერის პოსტი დავით ზალკალიანს ეკავა, მეორე ვიცეპრემიერი კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იყო, რომელიც თანამდებობიდან გადადგა.

კვირის ამბები