საზოგადოება
25.02.2021 10:55
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 362 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა. დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 263 727-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 572, საიდანაც მძიმე პაციენტია 289, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 104 პაციენტი.

 

კვირის ამბები