ფურიმს - სპარსელებზე გამარჯვებას დღესასწაულობს 25-26 თებერვალს ებრაელთა თემი. ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში, სპარსელთა მეფე არტაქსერქსეს კარისკაცი ამანი უზომოდ გაღიზიანდა, როდესაც ებრაელმა მორდეხაიმ მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა. ამანმა ებრაელების განადგურება გადაწყვიტა, მან მეფე დაარწმუნა, განკარგულება გაეცა, რომლის თანახმადაც ნებისმიერ მსურველს ებრაელების განუსაზღვრელი რაოდენობით განადგურების უფლება ენიჭებოდა.
ამანის ჩანაფიქრის განხორციელებას ხელი შეუშალეს ბრძენმა ებრაელმა მორდეხაიმ და მისმა ნათესავმა და აღზრდილმა ესთერმა, რომელიც იმ დროისათვის სპარსეთის დედოფალი იყო.
მორდეხაის და ესთერის წყალობით, მეფემ ამანის ინტრიგების შესახებ შეიტყო და იგი იმავე სახრჩობელაზე ჩამოახრჩობინა, რომელიც მორდეხაისთვის ჰქონდათ მომზადებული, ებრაელების განადგურების თაობაზე უკვე გაცემული ბრძანება კი მეფემ ახლით შეცვალა, რომლის თანახმადაც ებრაელებს თავდაცვის უფლება მიანიჭეს. სასტიკი შეტაკებების შედეგად, სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებმა ებრაელებმა სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს.
ამ დღესასწაულს მსოფლიოს იუდეველთა თემი აღნიშნავს.