1-ელ მარტს ჩვენი პატარა აღსაზრდელები საბავშვო ბაღებს დაუბრუნდებიან, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გარდა, სასწავლო პროცესი სასკოლო მზაობის ცენტრშიც განახლდება.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებითა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დაიწყება, ამასთან, მშობლებს მოვუწოდებთ, ბაღში წაყვანამდე ბავშვებს გაუკონტროლონ ტემპერატურა“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
GMnews-ის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდლეების მიყვანა, საწყის ეტაპზე, შესაძლებელი იქნება 09:00-დან 10:00 საათამდე. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში იმოქმედებს თავისუფალი დასწრების რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშო ბაღების აღმზრდელები და თანამშრომლები, ორ კვირაში ერთხელ, COVID 19-ზე სავალდებულო ტესტირებას გაივლიან. ტესტირების პროცესი სკოლის პედაგოგების შემთხვევაში არსებული წესების ანალოგიურად განხორციელდება.