საზოგადოება
25.02.2021 09:48
დღეიდან, 25 თებერვლიდან, შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი ამოქმედდა - გაეცანით, რა შეზღუდვა მოიხსნა დღეიდან და რა რჩება ძალაში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე, დღეიდან, 25 თებერვლიდან, ამოქმედდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, სამთო კურორტებზე გაიხსნა სასტუმროები;

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან;

რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან, თუმცა, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეზღუდვა ძალაში რჩება შაბათ-კვირას;

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

კვირის ამბები