საზოგადოება
24.02.2021 15:36
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება, - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვა.

რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მეთაურმა მედიას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო.

„კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

კვირის ამბები