საქართველოს მასშტაბით რესტორნები სრულად ფუნქციონირებას მარტის დასაწყისიდან განაახლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მიიღეს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა კორონავირუსთან საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა რესტორნები 1-ელი მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება.
„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან განაახლებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას რესტორნები არ იმუშავებს.
ამასთან, რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში