საზოგადოება
24.02.2021 14:19
ხვალიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

ხვალიდან, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ძალაში რჩება ღამის საათებში - 21:00-დან 05:00-მდე - გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

კვირის ამბები