საზოგადოება
24.02.2021 10:25
1-ლი მარტიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას დისტანციური რეჟიმიდან უწყების შენობაში განაგრძობს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1-ლი მარტიდან დისტანციური მუშაობას იფიციალურად წყვეტს და მუშაობა ოფისში განახლდება. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განუცხადა, მართალია ბოლო, რიგგარეშე სესია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების პარალელურად, საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე უკვე გამართა კომისიებისა და ბიუროების სხდომები.

„შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომ 1-ლი მარტიდან ონლაონმუშაობას ვწყვეტთ. ისევე, როგორც ყველა საჯარო სამსახურის თანამშრომელი, ჩვენც ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რითმს და იმედს ვიტოვებ, ქვეყანაში აღარ დადგება ონლაინმუშაობის დღის წესრიგშ დაყენების საჭიროება, " - განაცხადა დავით რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითრების ფონზე დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო დისტანციურ ფორმატში მუშაობდა. ამასთან, მიმდინარე კვირაში (26 თებერვალი) დაგეგმილი ბიუროს სხდომა ასევე სხდომათა დარბაზშია ჩანიშნული.

კვირის ამბები