გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის მშენებლობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 180 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, ასევე, კეთილმოეწყობა ბაგა-ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი.
სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა მოინახულა და მშენებლობის პროცესს გაეცნო.
,,მოხარული ვარ, რომ მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე, პატარებს, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და აღმზრდელებს ჯანსაღი გარემო ჰქონდეთ და სასწავლო პროცესი კომფორტულ, კეთილმოწყობილ შენობაში შეძლონ“, - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ზემოხსენებული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები რომლის ღირებულებაც სამ მილიონ ლარამდეა, მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დასრულდება.