გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანება დედა-შვილმა მიიღო. თავის ტრავმით და გულ-მკერდის დაჟეჟილობით 9 წლის მოზარდი და ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
ავტომაგისტრალზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი, 55 წლის მამაკაცი და კიდევ ერთი მგზავრი, მძღოლის მეუღლე კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ავტომანქანაში მყოფი პირები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანება სამმა ადამიანმა მიიღო. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ამბულატორიული დახმარება გაეწია და ბინაზე გაეწერა. ორი პაციენტი კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ერთ-ერთის, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. პაციენტს გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიება აღნიშნულ ფაქტზეც სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.