საზოგადოება
23.02.2021 12:21
სოფელ ახრისის საჯარო სკოლა დაწყებითის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლა დაწყებითის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 500-550 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 2 მარტს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 9 მარტია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

 

 

კვირის ამბები