თავისუფალი სტილის ჭიდაობის სკოლას გორში ღვაწლმოსილი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი ხელმძღვანელობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, სკოლის მენეჯერად სხირელის აღზრდილი, მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილი დაინიშნა.
ლადო ხინჩეგაშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. იგი ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონია. ხინჩეგაშვილის და ასევე ცნობილი სპორტსმენის, გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი სწორედ ნუგზარ სხირელი იყო.
რამდენიმე წლის წინ, ლადო ხინჩეგაშვილმა ნუგზარ სხირელს, მისივე სახელობის ჭიდაობის სკოლის მიმდებარედ ძეგლი დაუდგა.
სხირელი 21 წლის განმავლობაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
შეგახსენებთ, ცნობილი მწვრთნელი და მსოფლიო თუ ევროპის არაერთი ტიტულოვანი ფალავნის აღმზრდელი ნუგზარ სხირელი ერთი თვის წინ გარდაიცვალა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი