საზოგადოება
23.02.2021 11:12
საქართველოში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 268 995-მდე გაიზარდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი დ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 796-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 457 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 35, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც მძიმე პაციენტია 321, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 95 პაციენტი.

კვირის ამბები