საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრობის კანდიდატებმა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უკვე წარადგინეს მომდევნო ოთხ წელზე გათვლილი სამოქმედო გეგმა და სამთავრობო ხედვები. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. ორმა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
GMnews გაგაცნობთ მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრების ვინაობას.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
თავდაცვის სამინისტრო - ჯუანშერ ბურჭულაძე
იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ირაკლი ქარსელაძე;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.