საზოგადოება
22.02.2021 14:29
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მასშტაბით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილები განახორციელა. როგორც საკრებულოს წევრები განმარტავენ, განახლებული მარშრურები უკეთაა მორგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირთა საჭიროებებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე.

ცვლილებები შეეხო რამდენიმე არსებულ მარშრუტს, ამასთან, მერიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაემატა კიდევ რამდნიმე მიმართულება.

N2 მარშრუტი - მიმართულებას დაემატა სამადაშვილის ქუჩა; მარაბდელის ქუჩა; ძმები ზუბალაშვილების ქუჩა; კეცხოველის ქუჩა; ყოფილი ნავთობ ბაზის მიმდებარე ტერიტორია. უკუმიმართულებაში კი, გორიჯვრის ქუჩისა (რკინიგზის სადგური) და სამადაშვილის ქუჩის ნაცვლად განისაზღვრა ყოფილი ნავთობ ბაზის მიმდებარე ტერიტორია; ასევე, მოძრაობის ინტერვალი შეიცვალა და 22,5 წთ-ის ნაცვლად განისაზღვრა 20 წთ.

N2ა მარშრუტზე ინტერვალი შეიცვალა და ნაცვლად 90 წუთისა განისაზღვრა 80 წუთი.

N2ბ მარშრუტი ამოღებულია.

დაემატა N3ა მარშრუტი და მიმართუ;ლებები განისაზღვრა შემდეგი სახით: სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო;  ცხინვალის გზ.; თავდაცვის აკადემია. უკუმიმართულება - თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.26  მაისის სახელობის სანაპირო; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; სოფ. ტინისხიდი. აღნიშნულ მარშრუტზე იმოძრავებს 3 ავტობუსი, ინტერვალი კი განისაზღვრა 25 წუთით.

N4 მარშრუტზე შეიცვალა ავტობუსების რაოდენობა და 5-ის ნაცვლად 2 იმოძრავებს. ინტერვალი კი, 15 წუთის ნაცვლად 20 წუთი იქნება.

დამატებულია N4ა მარშრუტი. მარშრუტის მიმართულება: სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი; გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი; ფარნავაზ მეფის ქუჩა; სუხიშვილის ქუჩა;  მტკვარწყალმშენის დასახლება; სოფელი ბერბუკი. მარშრუტის უკუმიმართულება: სოფელი ბერბუკი; მტკვარწყალმშენი; სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; სტალინის გამზირი; ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; სოფ. ტინისხიდი. ავტობუსების რაოდენობა - 3, ინტერვალი 30 წუთი.

N5 მარშრუტზე შეიცვალა ავტობუსების რაოდენობა და ნაცვლად 4-ისა განისაზღვრა 2. ასევე შეიცვალა ინტერვალი და ნაცვლად 20 წუთისა განისაზღვრა 30 წუთი.

დამატებულია N5ა მარშრუტი. მარშრუტის მიმართულება: სოფ. ორთაშენი; შინდისის გმირების გზატკეცილი; ჭონქაძის ქუჩა; ლიახვის ხიდი; ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი; გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; სტალინის გამზირი;  მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; კეცხოველის ქუჩა; გორიჯვრის ქუჩა (რკინიგზის სადგური). მარშრუტის უკუმიმართულება: გორიჯვრის ქუჩა (რკინიგზის სადგური); სამადაშვილის ქუჩა; კეცხოველის ქუჩა; მტკვრისა და რკინიგზის ხიდები; სტალინის გამზირი; ჭავჭავაძის გამზირი; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; ჭონქაძის ქუჩა; შინდისის გმირების გზატკეცილი; სოფ. ორთაშენი. ავტობუსების რაოდენობა  - 2, ინტერვალი 30 წუთი.

N6 მარშრუტში მიმართულებიდან ამოღებულია: იაკობ ჯუღაშვილის ქუჩა, ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩა, გიორგი ბრწინვალეს ქუჩა, გმირების ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, ძმები რომელაშვილების ქუჩა, ფერაძის ქუჩა, სანაცვლოდ, მიმართულებას ემატება: ნინოშვილის ქუჩა, თბილისის ქუჩა; სტალინის გამზირი; ჭავჭავაძის გამზირი; ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი. მარშრუტის უკუმიმართულებიდან ამოღებულია: ჩუბინიშვილის ქუჩა (მერიის მიმდებარე ტერიტორია); აბრამიძის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩა; სტალინის გამზირი. სანაცვლოდ, უკუმიმართულებას დაემატა: ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი;  გურამიშვილის ქუჩა; ამილახვრის ქუჩა; სამეფოს ქუჩა; ჭავჭავაძის გამზირი; ძმები რომელაშვილების ქუჩა; სუხიშვილის ქუჩა; თბილისის ქუჩა; შეიცვალა ავტობუსების რაოდენობა და ნაცვლად 3-ისა განისაზღვრა 2. ასევე შეიცვალა ინტერვალი და ნაცვლად 20 წუთისა განისაზღვრა 35 წუთი.

კვირის ამბები