ამ კვირაში გვექნება საკოორდინაციო საბჭოს პირველის სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ შემსუბუქებები მიმდინარე კვირიდანვე ამოქმედდება. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, პრემიერმინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინას მარტში მიიღებს.
„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა, პირველი ვაქცინა, როგორც მე ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინე, მარტში შემოვა და წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.