ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე - Stopcov.ge.
საიტის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 736 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 539 PCR ტესტით.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 502-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 2.79%-ს, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%-ს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 244-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 447 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 16, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 336 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი. 207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 318 მოქალაქე.