ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული 18 015 კვლევის საფუძველზე, კორონავირუსით ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 268 097-მდე გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 066-მდე.
კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 19 ადამიანი. მთლიანობაში, ვირუსს საქართველოში 3 425 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით შიდა ქართლი კვლავ პირველ სამეულშია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 11, შიდა ქართლი - 41, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც მძიმე პაციენტია 349, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 101 პაციენტი.