სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ, 20 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კვლავ თოვლია ნავარაუდევი.
თოვა გამთენიისას, დილის 6 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 20 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში -3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, შუადღით კი ტემპერატურა მოიმატებს და +1 გრადუსს მიაღწევს.
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დაბალი ტემპერატურა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში