ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღ-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 16 391 კვლევის შედეგად (10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით), კოვიდ 19-ით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 267 701-მდე გაიზარდა. პარალელურად, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 331 პირი, და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 260 597 გახდა.
კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში ვირუსს 3 406 ადამიანი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან, პირველ სამეულშია თბილისი, იმერეთი და შიდა ქართლი: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 672, საიდანაც მძიმე პაციენტია 356, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 106 პაციენტი.