კულტურა
18.02.2021 13:23
გიორგი მახარობლიძის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართება - ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდება

დღეს, 18 თებერვალს, 16:00 საათზე ცნობილი გორელი პოეტის, გიორგი მახარობლიძის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

„ძვირფასო მეგობრებო, ხუთშაბათს, ოთხ საათზე, გიწვევთ გიორგი მახარობლიძის პოეზიის საღამოზე. ღონისძიება გაიმართება ონლაინ რეჟიმში - Zoom პლატფორმის საშუალებით. შემოგვიერთდით https://www.facebook.com/events/186650503233255/?ti=ls - ლინკის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს რომ ამ საღამოზე, თითოეულ ჩვენგანს საშუალება მოგვეცემა წავიკითხოთ გიორგის ლექსები, მიძღვნები ან გავიხსენოთ მისი ცხოვრებისეული პერიოდები - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას პოეტის მეგობარმა თამაზ მაყაშვილმა.

გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს,  მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გასულ წელს, მახარობლიძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, გურამიშვილის ქუჩაზე, 102-ში, იმ სახლის ფასადზე, სადაც მწერალი ცხოვრობდა, გიორგი მახარობლიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

კვირის ამბები