ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევიდან 40 შიდა ქართლში დაფიქსირდა - აღნიშნული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზპგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შიდა ქართლი, ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მესამე ადგილზეა.
ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევიდან მონაცემები რეგიონების მიხედვით გამოიყურება შემდეი სახით: თბილისი - 198, აჭარა - 11, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 40, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი შეადგენს 2,12%-ს, ბოლო 14 დღის - 2,7%-ს, ბოლო 7 დღის - 2,3%-ს.
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539, ხოლო გარდაიცვალა 9 პაციენტი.